სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

საბერძნეთში ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რუსული ნავთობტანკერი პეგასი დააკავეს

საბერძნეთმა ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ევიასთან ახლოს, რუსული ნავთობტანკერი პეგასი დააკავა. ინფორმაციის ქვეყნის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს.

საბერძნეთის საზღვაო სამინისტროს განცხადებით, დაცვის სამსახურმა ტანკერი, რომლის ბორტზეც 19 რუსი მეზღვაური იმყოფება, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში დააკავა.

ევროკავშირმა თვის დასაწყისში მიღებული ახალი სანქციების ფარგლებში, რუსული დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებს წევრი ქვეყნების პორტების გამოყენება აუკრძალა.

ათენში რუსეთის საელჩოს განცხადებით, ისინი მომხდარს შეისწავლიან და აღნიშნულ საკითხზე საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუკავშირდებიან.

კომენტარები