რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: უკრაინამ ოკუპანტების მოგერიებით, ყველაზე დიდ სამხედრო წარმატებას მიაღწია

ბორის ჯონსონი
AP

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინელებმა 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი წარმატებას რუსეთის თავდასხმის მოგერიებით მიაღწიეს

"ჩვენი უკრაინელი მეგობრები თავიანთი ერის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან" - თქვა ჯონსონმა.

ბორის ჯონსონის თქმით, პუტინს სჯეროდა, რომ კიევის აღებას შეძლებდა, თუმცა "ტანკებისა და მძიმე ჯავშანტექნიკით გაშავებული გვამები დედაქალაქის მისადგომებს ავსებს"

ბორის ჯონსონი თვლის, რომ მართალია მოკავშირეებმა უკრაინას იარაღი მიაწოდეს, თუმცა ქვეყანამ საკუთარი დედაქალაქის გადარჩენა თავისი ვაჟკაცობითა და თავგანწირვით შეძლო.

ასევე, დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით სარაკეტო სისტემებით აღჭურვილ ჯავშანტექნიკას გაუგზავნის მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო. ინფორმაციას PA Media ავრცელებს.

გასულ კვირებში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოლსბერის დაბლობზე Stormer High Velocity Missile (HVM) ჯავშანტექნიკა გამოცადა. ამასთან ერთად, ბრიტანეთი უკრაინაში 13-ტონიანი მანქანებისა და C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს. 

კომენტარები