რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: უკრაინის სამხედრო ძალებმა ქალაქ მარინკაზე კონტროლი აღადგინეს

UNIAN

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ქალაქ მარინკაზე კონტროლი აღადგინეს. 

"თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა აღადგინეს კონტროლი ამ დასახლებაზე" - ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინულმა ძალებმა, 17 მარტს ადგილობრივი დროით შუადღისას, ვოლნოვახასთან, მარიუპოლის ჩრდილოეთით რუსების თავდასხმა მოიგერიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა 17 მარტს დაწინაურდნენ 4 კმ-ით და დონეცკის ოლქში მარინკა, გლავნოე და სლადკოე დაიპყრეს. 

დამპყრობლებმა სცადეს მარინკას დაბომბვა თვითმფრინავებით, არტილერიითა და ტანკებით. 27 მარტს რუსმა სამხედროებმა პენსიონერების მანქანებს, რომლებიც სოფლის დატოვება ცდილობდნენ ცეცხლი გაუხსნეს. შემდგომში რუსებმა გამოიყენეს ფოსფორიანი საბრძოლო მასალა ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ, ბომბავენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები