რუსეთი-სომხეთი

ფაშინიანი: რუსეთი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ფაქტორია

სომხეთის პრეზიდენტის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის შესახებ მან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ ნამდვილად მუდმივ კონტაქტში ვართ, ძალიან ხშირად ვხვდებით და ტელეფონით ვსაუბრობთ. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან მდიდარია, დაწყებული ეკონომიკით, დასრულებული კულტურითა და განათლებით". - თქვა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა. მისი თქმით, ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, ასევე დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში.

ფაშინინმა ასევე ისაუბრა რუსეთის როლზე ე.წ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში. მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებას სწორედ რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ.

"ჩვენი რეგიონის მთავარი საკითხი ყარაბაღის პრობლემის რეგულირებაა. ჩვენ ამის შესახებ დღესაც ვისაუბრებთ". - თქვა ფაშინიანმა.

კომენტარები