რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ოკუპანტები მიხვდნენ, რომ ხარკოვისთვის ბრძოლა, ფაქტობრივად, უკვე წააგეს" – ოლეგ სინეგუბოვი

ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რომ რუსეთმა ხარკოვისთვის ბრძოლა, "ფაქტობრივად, წააგო". მის კომენტარს უკრაინული მედია Unian-ი ავრცელებს. 

"მტერი მიხვდა, რომ მან, ფაქტობრივად, უკვე წააგო ხარკოვისთვის ბრძოლა. მისთვის უკიდურესად რთული იქნებოდა იმ პოზიციებზე თავდასხმა, რომლებსაც ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ. მათ ერთი მიმართულება დარჩათ - კუპიანსკის გავლით, იზიუმის გავლით, რათა თავიანთი ჯარები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში გადაიყვანონ.

თუმცა, ჩვენი შეიარაღებული ძალებიც იქაც აკონტროლებენ პოზიციებს, იმართება სასტიკი ბრძოლები და მტერი იქ მართლაც კარგავს დიდ ადამიანურ ძალას, თვითმფრინავებსა და ჯავშანტექნიკას. გუშინ ჩამოაგდეს თვითმფრინავი ბალაქლიას მიმართულებით". - ამბობს სინეგუბოვი.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები