რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვა: ტომსკის 21-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა განადგურებულია

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის არმიის ტომსკის, 21-ე ცალკეული გვარდიის წითელი დროშის ომსკ-ნოვობუჟსკაიას მოტორიზებული ბრიგადა და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. 

"ჩვენ ვაგრძელებთ განადგურებული რუსი ოკუპანტების დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომლებიც რუსეთის ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ბრძანებების შემდეგ, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად ჩამოვიდნენ. 

ახლახან, ინტენსიური ბრძოლების დროს, უკრაინელმა მედესანტეებმა დაამარცხეს და გაანადგურეს რუსეთის ცენტრალური შეიარაღებული ძალების ომსკ-ნოვობუჟის მოტორიზებული ბრიგადის  21-ე ცალკეული გვარდიის ერთ-ერთი ჯავშანტექნიკა". - აღნიშნულია განცხადებაში. 

უკრაინის თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, რუსეთმა უკვა 20 800 ჯარისკაცი, 820 ტანკი, 169 თვითფრინავი, 2 063 ჯავშანტექნიკა და 150 ვერტმფრენი დაკარგა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
 

კომენტარები