ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო და გახლდათ იმ მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს უკრაინასთან მიმართებაში. ვფიქრობ, სწორი იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის შეეთავაზებინა მონაწილეობა. ამით გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოს დელეგაცია, როგორც ერთი მთლიანი, არამედ გამოჩნდა ის პოლიტიკური ჯგუფიც, რომელიც სინამდვილეში არადემოკრატიული თამაშის წესებით თამაშობს, გახლავთ ანტისისტემური და ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს. ვიტყოდი, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სრულად შეასრულა ჩვენი საზოგადოების დავალება, ჩვენ გადავეცით ძლიერი მხარდაჭერა უკრაინელ კოლეგებს, გამოვხატეთ სამძიმარი და ეს ვიზიტი ნამდვილად პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნების შემდგომ ურთიერთობაზე.
tbl.ge/5ysg
დაკოპირდა

თქვა TV იმედის ეთერში პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტზე, რომელის ერთ-ერთი წევრიც ოცნებიდან თავად იყო.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




