რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმისთვის ემზადება

Reuters

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, ოლეკსანდრ მოტუზიანიკის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები რეორგანიზაციის შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე თავდასხმას გეგმავენ.

"დამატებითი რუსული დანაყოფების გაგზავნით თავდასხმითი ძალების გაძლიერება ხდება. ყველაზე ინტენსიური ბრძოლა სლობოჟანსკისა და დონეცკის ოლქებში მიმდინარეობს. [...] რუსეთი თავდასხმისთვის ემზადება აღმოსავნეთ უკრაინაში, რათა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლი დაამყაროს და ყირიმთან სახმელეთო დერეფნის სტაბილურობა უზრუნველყოს". – თქვა მოტუზიანკმა

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ იზიუმის და ხარკოვის მახლობლად რამდენიმე დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები