რიკოთის გვირაბი

19 აპრილს 21:00 სთ-დან რიკოთის გვირაბი 10 საათით ჩაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში 19 აპრილის 21:00 სთ-დან 20 აპრილის 07:00 სთ-მდე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. უწყებაში მიზეზად პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას ასახელებენ.

გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

კომენტარები