რიკოთის გვირაბი

14 ნოემბერს რიკოთის გვირაბში რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში ხვალ, 14 ნოემბერს, მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით მოძრაობა 08:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შეზღუდული.  

"სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა",-წერია განცხადებაში. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის კოორდინაციითა და ზედამხედველობით განხორციელდება.

კომენტარები