სენაკის სამხედრო ბაზა

სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა

სენაკის სამხედრო ბაზაზე, მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ჯარისკაცმა [ჯონი ახალაიამ] თავი მოიკლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, სამხედრომ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რაც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა სამეთვაყურეო კამერამაც.

"კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება". – წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

კომენტარები