ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე: რაც მევალებოდა, ყველაფერი გავაკეთე

დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი. რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე. დაწყებული მათი გადმოსვენებიდან, დამთავრებული მათი ღირსეული, სამხედრო პატივით დაკრძალვით. დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.

ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას, თუ რატომ არ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამძიმარზე.

კომენტარები