რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დასავლელი მაღალჩინოსნების შეფასებით, ომი უკრაინაში მალე არ დასრულდება – CNN

უკრაინელი სამხედრო, მარიუპოლი. 12 მარტი, 2022
AP Photo/Mstyslav Chernov

სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ევროპელ მოკავშირეებს უთხრა, რომ აშშ-ს სწამს, რუსეთის უკრაინაში შეჭრა 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება

CNN-თან საუბრისას ოფიციალურ პირთა დიდმა ნაწილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძნელია ომის დასასრულის პროგნოზირება. თუმცა, მათი თქმით, ფაქტია, რომ ვლადიმირ პუტინის საბოლოო მიზნები შეიცვალა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები მანამ განაგრძოს, სანამ სამხედრო თვალსაზრისით არ დამარცხდება.

გუშინ, 14 აპრილს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ბრძოლა "თვეები, მეტი ხანიც შეიძლება გაგრძელდეს". ხოლო რამდენიმე ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ, დიდი ალბათობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა 4-დან 6 თვემდე გაგრძელდება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები