პუტინის რუსეთი

რუსეთში დააკავეს კაცი, რომელიც გამვლელებს ჯორჯ ორუელის 1984-ს უფასოდ ურიგებდა

Befunky

ქალაქ ივანოვოში სამართალდამცავებმა ადგილობრივი აქტივისტი დმიტრი სალინი დააკავეს. ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სერგეი რიმსკი ავრცელებს.

სალინი ქუჩაში, ჯორჯ ორუელის რომანს, 1984 გამვლელებს უფასოდ ურიგებდა.

აქტივისტი რუსული სამხედრო ძალების დისკრედიტაციის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სალინს 50 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა ემუქრება. იგივე მუხლით ასამართლებენ აქციებზე დაკავებულებს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის სასამართლოში გახშირდა ე.წ. "არმიის დისკრედიტაციის" კანონის საფუძველზე აღძრული საქმეები.

1984 ბრიტანელი მწერლის, ჯორჯ ორუელის ცნობილი ფანტასტიკური რომანია. ანტიუტოპიის მოქმედება ახლო მომავალში, ტოტალიტარულ სახელმწიფოში ხდება, რომელსაც ძლიერი პროპაგანდისტული ინსტიტუციებისა და რეპრესიების საშუალებით დიქტატურა მართავს.

კომენტარები