რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოკერია კობახიძეზე: ბაიდენსა და მაკრონს შორის საქმეს არჩევს – მაგალითია, რა ღრმა ორმოში ვართ

ივანიშვილის მიერ შეკრებილი ბრბო, კობახიძის მეთაურობით, ამ ქვეყანას რომ არ მართავდეს, უბრალოდ, კომიკური იქნებოდა ეს ყველაფერი - ის, რომ კობახიძე ბაიდენსა და მაკრონს შორის არჩევს საქმეს და ასეთ ფრაზას ამბობს, არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის არ არის საკმარისი ბაიდენის განცხადებაო. მაგრამ ეს ხალხი მართავს ქვეყანას. ეს არის ჩვენთვის კიდევ ერთი მაგალითი, რა ღრმა ორმოში ვართ ჩავარდნილი, რომ ეს კაცი შეიძლება იყოს რაიმე გავლენის მქონე ამ ქვეყანაში.

არანაირი პრობლემა არ არის მანამ, სანამ სამართლებრივად, სამართლებრივი ორგანოები საბოლოო შეფასებას გააკეთებენ, პოლიტიკური შეფასება გააკეთო, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომ ამას, რასაც ბოროტების იმპერია უკრაინაში აკეთებს, შენ ხედავ როგორც გენოციდს, როგორც მე ვხედავ. მაგრამ კობახიძეს ამის გაკეთება არ უნდა, მაკრონს ეფარება, როგორც ავტორიტეტს მისთვის და თუ რამეზე რეაქცია უნდა გვქონდეს ნორმალურ, ქართველ პოლიტიკოსს, საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსს, უნდა ჰქონდეს იმ ძალიან მცდარ განცხადებაზე, რაც ჰქონდა პრეზიდენტ მაკრონს, რომ თითქოს ომი უკრაინაში და აგრესია პუტინის რუსეთისა არის ძმათამკვლელი ომი. ეს არ არის ძმათამკვლელი ომი, ეს არის ბოროტების იმპერიის აგრესია თავისუფალი ერის, უკრაინის წინააღმდეგ.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ. კობახიძემ თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გზავნილი უკრაინაში გენოციდთან დაკავშირებით არც მისთვის და არც საფრანგეთის პრეზიდენტისთვის, ემანუელ მაკრონისთვის "საკმარისი არ არის". 

კომენტარები