განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის ინიციატივა აქვს ამ გუნდს [თავისუფლების ინსტიტუტი] სამოქალაქო საზოგადოების იმ წევრებთან ერთად, რომლებიც იზიარებენ მის ფასეულობებს. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ, ჯერ ერთი, ამ ბრძოლაში, ამ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უაღრესად საშიშ რეჟიმთან მოქალაქეებს გულწრფელად ვანახოთ, რა გაკეთდება რეჟიმის დამარცხების შემდეგ. რეჟიმის დამარცხება მხოლოდ ნაწილია ამოცანის და მნიშვნელოვანია მერე რა მოხდება. ეს მნიშვნელოვანია თვითონ რეჟიმის დამარცხების საქმეში მოქალაქეების ჩართულობის გასაზრდელადაც, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, რეალურად ისეთ ღრმა ორმოში ჩააგდო დღევანდელმა რეჟიმმა ქვეყანა, რომ მისი შეცვლის შემდეგ რთული ამოცანები გველის და სწრაფი მოქმედება იქნება საჭირო. რაც მთავარია, საჭირო იქნება პრინციპული მიდგომა, რაც დაყრდნობილი იქნება ღირებულებებზე და არა პოპულიზმზე და იმ წამს გულის მოგებაზე, თუნდაც საზოგადოების ნაწილის მოტყუებით. ამას სჭირდება მომზადება. მომზადება იმ რეფორმების გეგმისა და პაკეტის, რომელიც განხორციელდება რეჟიმის მშვიდობიანი ცვლილების შემდეგ.
თავისუფლების ინსტიტუტი
ბოკერია "ახალ რეს პუბლიკაზე": მოქალაქეებს ვაჩვენებთ, რა გაკეთდება რეჟიმის დამარცხების მერე
tbl.ge/5yl0
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. თავისუფლების ინსტიტუტის ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს, 14 აპრილს გაიმართა. ორგანიზაცია რეფორმების საგზაო რუკის მზადებას იწყებს. პროექტი ახალი რეს პუბლიკა შეიმუშავებს პოლიტიკურ რეკომენდაციებს, რომლებიც, განცხადების მიხედვით, საქართველოს მომავალ ლიდერებს ხელისუფლების შეცვლის პირველივე დღიდან ყველა ძირითადი სფეროს ფუნდამენტურ გარდაქმნაში დაეხმარება.
ამავე თემაზე
- 12 ოქტომბერს ე.წ. ბოჩოლების საქმეზე საკონსტიტუციოში არსებითი განხილვა გაიმართება
- თავისუფლების ინსტიტუტმა და დონაძემ აუდიტის დასკვნა ფინანსთა სამინისტროში გაასაჩივრეს
- Liberty Institute: ისნის გამგეობამ გააუქმა ტენდერში ოცნებასთან დაახლოებული პირის გამარჯვება
- თავისუფლების ინსტიტუტი: ისნის გამგეობის ტენდერში ოცნებასთან დაახლოებულმა პირმა გაიმარჯვა
- ხვადაგიანი: ივანიშვილისთვის ძალაუფლების წართმევის გარდა, ყველა ინიციატივა არაქმედითია