რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: შესაძლოა, ოკუპანტებმა მარიუპოლში ფოსფორის შემცველი იარაღი გამოიყენონ

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, მარიუპოლში ფოსფორის შემცველი ქიმიური იარაღი გამოიყენონ. 

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ფოსფორის იარაღი უკვე გამოიყენეს, კერძოდ დონეცკის ოლქში. 

დაზვერვის ცნობით, საჰაერო იერიში გაგრძელდება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე თავდასხმის მოგერიება შეძლეს, რის შედეგადაც რუსული ტანკები, მანქანები და საარტილერიო ტექნიკა განადგურდა.

ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უმართავი ბომბების გამოყენება გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობას მნიშვნელოვნად ზრდის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები