ქართული მუსიკა

გორის ქალთა კამერული გუნდის ნამუშევრები მთვარეზე გაიგზავნება

Forbes Woman

გორის ქალთა კამერული გუნდის ნამუშევრები მთვარეზე გაიგზავნება. ქართველი შემსრულებლები პროექტ Lunar Codex-ში მოხვდნენ.

Lunar Codex დოქტორ სამუელ პერალტას მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც NASA ახორციელებს. 

პროექტის ჩანაფიქრია მთვარეზე გაიგზავნოს მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები - ნახატები, წიგნები, ფილმები, მუსიკალური ნაწარმოებები. 

"ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია! გორის ქალთა გუნდის ხმები უკვე მთვარეზეა! NASA-ს, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex, რომელიც გაიგზავნება მთვარეზე, სადაც შესული იქნება ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევრები მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. საქართველოდან კი შეირჩა გორის ქალთა გუნდი.

სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას გადაწყვეტილებით ამ პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი. ორი ნაწარმოები ეგზერსისი და ლაშარის გზაზე ეკუთვნის ჩვენ გენიოს, მსოფლიო კომპოზიტორს, ბატონ იოსებ კეჭაყმაძეს, ხოლო მესამე არის ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა ვარადო.ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე -2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს". – წერია გორის ქალთა კამერული გუნდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ქალთა გუნდის მიერ მთვარისთვის ჩაწერილი ნამუშევრების მოსმენა სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმებზე, მათ შორის Spotify-ზე და Apple Music-ზეა შესაძლებელი.

 

კომენტარები