კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი: მინდა, მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ შეიძლება ითქვას, კოვიდი პრაქტიკულად, თითქმის დამარცხებულია. დღეს ასეა ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია გვაქვს. დღეს ვირუსის 107 ახალი შემთხვევა იყო. მინდა, გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც ორი თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. მე მაშინ ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც ომიკრონმა ჩაანაცვლა სხვა შტამები, ჩვენ გავაუქმეთ მწვანე პასპორტები, რადგან აზრს კარგავდა მწვანე ბარათი. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან მივიღეთ კრიტიკა, ეს როგორ გააკეთეს და ასე შემდეგ. ვნახეთ, სულ რაღაც ორ თვეში პროცესი იმართა, სწორად იმართა. სწორად იმართა მინისტრის, მთავრობის, საბჭოს მიერ და ყველაფერი არის სტაბილურად, დასტაბილურდა სიტუაცია.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მტავრობის სხდომაზე. 11 აპრილის მონაცემებით, COVID-19-ით 6 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 5 489 ტესტი და დადასტურდა 107 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 281 ადამიანი. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 651 577 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 631 715 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 777.

კომენტარები