ფსიქოტროპული მედიკამენტები

ფსიქოტროპული წამლების გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, დღეიდან, 11 აპრილიდან ფსიქოტროპული პრეპარატების და მასთან დაკავშირებული მედიკამენტების რეცეპტი ქაღალდზე აღარ გაიცემა და მათი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. 

"შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება, რაც უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ზოგადად მათი ცხოვრების წესს აუარესებს. ამწვავებს ქვეყანაში ნარკოლოგიურ მდგომარეობას. ფსიქოტროპული მედიკამენტები დაუშვებელია ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალება პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევით და ეს უკონტროლო მოხმარება და თვითმკურნალობა, ეს დაღუპვაა, როცა ადამიანები ისე მოიხმარენ, ეს იწვევს სავალალო შედეგებს".- ამბობს ღარიბაშვილი. 

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე გამკაცრებული წესები მოქმედებს, წამლების შეძენა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე არის აკრძალული, თუმცა, მატერიალური სახით რეცეპტით პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

"სწორედ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტების საშუალებით მუდმივ რეჟიმში შესაძლებელი გახდება როგორც მედიკამენტების გამცემი, ისე რეცეპტის გამომწერი ექიმების ვინაობაც. ესეც ძალიან დაგვეხმარება ამ პროცესის გამჭვირვალობასა და მონიტორინგში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება".-ამბობს ღარიბაშვილი. 

კომენტარები