რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: NATO საზღვარზე მუდმივი სამხედრო ძალების განთავსებას გეგმავს

იენს სტოლტენბერგი
Reuters

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი The Telegraph-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სამხედრო ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ "გაძლიერებისთვის" ემზადება, რომელიც NATO-ს ფუნდამენტურ "გადატვირთვად" იქცევა. გადატვირთვის ფონზე, NATO საზღვარზე მუდმივი სამხედრო ძალების განთავსებას გეგმავს. იენს სტოლტენბერგი მეორე ვადით, კიდევ ერთ წელს დარჩება გენერალური მდივნის პოზიციაზე, რათა თვალი ადევნოს ამ ტრანსფორმაციას.

გადატვირთვის ფარგლებში, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ეროვნული თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ. ამისთვის წევრი ქვეყნები მშპ-დან ზღვრულ 2%-ს გამოყოფენ.

"2%-იანი მოთხოვნა მინიმალური სახელმძღვანელოა და, რა თქმა უნდა, ყველა მოკავშირის მხრიდან თავდაცვის ხარჯების ზრდას მივესალმები - ასევე, განსაკუთრებული მადლობა იმ მოკავშირეებს, რომლებიც უკვე 2%-ზე მეტს ხარჯავენ, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი." - ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი. 

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შემთხვევაში განსხვავდება თავდაცვითსა და შეტევით იარაღებს შორის აზრს კარგავს, რადგან ყველაფერს, რასაც უკრაინა აკეთებს, თავდაცვითი მიზანი აქვს.

"ისინი იცავენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს სხვადასხვა ტიპის იარაღით, ძველი საბჭოთა წარმოების იარაღით, დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული თანამედროვე ტექნიკით, ასევე სხვა მოკავშირეების მიერ მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობით". - ვკითხულობთ The Telegraph-თან მიცემულ ინტერვიუში.

იენს სტოლტენბერგი, რომელიც ბორის ჯონსონთან ერთად გასულ თვეში ესტონეთს ეწვია, დიდი ბრიტანეთის გადამწყვეტ როლზე საუბრობს. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო სამხედრო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ასევე მხარს უჭერდა უკრაინას და ზრდიდა მზადყოფნას ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში.

"თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ ახალი რეალობაა ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ სამხედრო მეთაურებს, შემოგვთავაზონ გზები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადატვირთვას". - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი "ძალიან ფუნდამენტური ტრანსფორმაციის შუაგულშია", რომელიც პუტინის ქმედებების გრძელვადიან შედეგებს ასახავს.

ასევე, სტოლტენბერგის აზრით, ჩინეთი, როგორც ერთ-ერთი მზარდი საფრთხე, შეტანილ უნდა იქნას NATO-ს "სტრატეგიულ კონცეფციაში". მისი თქმით, პეკინს მსოფლიოში სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი აქვს, ასევე, იგი დიდ ინვესტიციებს დებს ახალ თანამედროვე ბირთვული იარაღებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებაში.

კომენტარები