რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: კრემატორსკის სადგურზე თავდასხმა სასამართლოზე ომის დანაშაულებს შორის იქნება

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Government/Facebook

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა "რუსეთის კიდევ ერთი ომის დანაშაულია".

პრეზიდენტი ზელენსკის თქმით, ლტოლვილთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად 38 ადამიანი ადგილზევე, ხოლო 12 მშვიდობიანი მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორის 5 ბავშვია. ასევე, დაშავდა რამდენიმე ათობით ადამიანი.

ზელენსკი უკრაინელებს კიდევ ერთხელ დაჰპირდა, რომ მომავალ საერთაშორისო სასამართლო პროცესზე რუსეთი პასუხისგებაში მიეცემა. 

"ბუჩის ხოცვა-ჟლეტის მსგავსად, კრემატორსკზე სარაკეტო დარტყმა ტრიბუნების ერთ-ერთი ბრალდება უნდა იყოს, ეს ასეც იქნება". - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. 

ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს პირადი ჩართულობისა და დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. 

8 აპრილს დიპლომატთა გუნდის ვიზიტისას კიევში,  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადასცა.

"რუსეთი ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ კატასტროფაში აღმოჩნდება, ხოლო უკრაინა ევროპული მომავლის გზაზეა, ეს არის ის, რასაც მე ვხედავ". - თქვა ფონ დერ ლეიენმა.

კომენტარები