არამეგობრული ქვეყნები

ბელარუსმა არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა

ბელარუსის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა, რომელშიც საქართველო და უკრაინა არ წერია. დოკუმენტს ხელს ბელარუსის პრემიერმინისტრი, რომან გოლოვჩენკო აწერს

სიაში შეყვანილია: ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ავსტრალიის კავშირი, კანადა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.

7 მარტს, რუსეთის ფედერაციამ არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო არ წერია.

კომენტარები