რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კონგრესმა რუსეთისთვის ვაჭრობის უპირატესი ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა

AmericanInno

აშშ-ის კონგრესმა რუსეთისთვის ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევასა და ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა.

სენატმა ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების სტატუსის (PNTR) ჩამორთმევის კანონი რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელორუსიისთვის 100 მომხრითა და 0 წინააღმდეგით დაამტკიცა.

"პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიღებულ ზომებს მხარს უჭერს და კანონს დაუყოვნებლივ ხელს მოაწერს". - ამბობს თეთრი სახლის პრესმდივანი, ჯენ ფსაკი.

სავაჭრო კანონპროექტი ბაიდენის ადმინისტრაციას ასევე საშუალებას აძლევს გაზარდოს ტარიფები რუსეთიდან და ბელორუსიიდან იმპორტზე. 


24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, დიდი შვიდეული (G7) აპირებს, რუსეთს ჩამოართვას ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები