აშშ-ს უზენაესი სასამართლო

აშშ-ს სენატმა კეტანი ბრაუნ ჯექსონი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

აშშ-ს სენატმა უზენაეს სასამართლოში სტივენ ბრეიერის შემცვლელად ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ კანდიდატს, კეტანი ბრაუნ ჯექსონს, მხარი დაუჭირა 53 ხმით 47-ის წინააღმდეგ. 

მას მხარი 3-მა რესპუბლიკელმა სენატორმა - სუზენ კოლინსმა, მიტ რომნიმ და ლიზა მურკოვსკიმ დაუჭირა. 

კეტანი ბრაუნ ჯექსონი აშშ-ს ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალია, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.  ის ასევე უზენაესი სასამართლოს პირველი მოსამართლეა, რომელიც ჯო ბაიდენმა შეარჩია.

კომენტარები