ჰოლივუდი

"ჩემთვის სკეიტბორდის დღეები დასრულდა" – ტრავმირებულმა მიკი რურკმა ფოტო გამოაქვეყნა

Instagram

მიკი რურკმა სოციალურ ქსელში Instagram ფოტო გამოაქვეყნა. მსახიობს შუბლზე დიდი ჭრილობა აქვს.

"როგორც ჩანს, ჩემთვის სკეიტბორდით კატაობის დღეები დასრულდა". – წერს მსახიობი.

მსახიობს დამატებით განმარტება არ გაუკეთებია. არის თუ არა მიღებული ტრავმა სკეიტბორდიდან გადმოვარდნის შედეგი ამ ეტაპზე უცნობია. ყვითელ პრესაში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს სკანდალებით ცნობილმა რურკმა დაზიანება ჩხუბში მიიღო.

მსახიობმა მსოფლიო პოპულარობა 80-იან წლებში მოიპოვა. მას ხულიგანისა და ჩხუბისთავის, ე.წ. "ცუდი ბიჭის" რეპუტაცია ჰქონდა. ყველასთვის მოულოდნელად, რურკმა მსახიობის კარიერაზე უარი თქვა და კრივზე გადაერთო. პროფესიონალურ დონეზე მსახიობმა 8 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 6 გამარჯვება და 2 ფრე. რინგზე მიღებული ტრავმების გამო მოკრივეს არაერთი პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა. 90-იან წლებში ის ფაქტიურად ეკრანიდან გაქრა. ახალი გარეგნობითა და იმიჯით რურკი 2008 წელს დაბრუნდა და ფილმ რესლერში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაცია მიიღო.

რურკის ბოლო ფილმი ინგლისურენოვანი ბერძნული დრამა Man of God. მსახიობის თქმით "ეს ნამდვილი კინოა და არა Marvel-ის ნაგავი". მარველის Iron Man-ში რურკს ბოროტმოქმედის, ივან ვანკოს როლი შეასრულა.

 

კომენტარები