ესაა ძალიან სამწუხარო განცხადება იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, როდესაც ქართველი დეპუტატი ერთი-ერთში იმეორებს ლავროვის, პესკოვის და პუტინის პროპაგანდას, რომ ბუჩას სასაკლაო უკრაინელებისგან დალაგებული გვამებისგან შედგება და ის არის "ფეიკი", როდესაც ამ გზავნილს იმეორებს საქართველოს პარლამენტის წევრი ესაა მორალური დეგრადაციის ნიშანი, სირცხვილი ჩვენი ქვეყნის და მე ვთვლი, რომ ქართილმა ოცნებამ უნდა გაიაზროს ბოროტების მხარეზე დგომა არის არა მხოლოდ ზნეობრივად არასწორი საქციელი, არამედ პრაგმატულადაც. ამაზე აუცილებლად მოეთხოვება პასუხი ყველას, ვინც სიკეთის და ბოროტის დაპირისპირების დროს მკვლელების მხარეს დგომა არის ასევე დანაშაულში თანამონაწილეობა, ეს უნდა გაიაზროს ქართულმა ოცნებამ. ის, რომ ოპონენტები სძულთ პოლიტიკური ოპოზიციის ზიზღზე და სიძულვილზე აქვთ აგებული თავიანთი ათწლიანი მართველობა, ამან არ უნდა გადაადგმევინოს ის ნაბიჯი, რომ 21-ე საუკუნის მკვლელების მხარეს დადგნენ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
კახიძე ოხანაშვილზე: ერთი-ერთში იმეორებენ ლავროვის, პესკოვის და პუტინის პროპაგანდას
tbl.ge/5y44
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა დღეს, 6 აპრილს, თქვა, რომ "კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან [იმას] რაც, არ მგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს - როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად უკრაინაში".
ამავე თემაზე
- ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ კრემლი კიევს ბელარუსის სუვერენიტეტის ხელყოფაში ადანაშაულებს
- ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
- "გაზპრომის" აქციების ფასი 2009 წლის შემდეგ პირველად 100 რუბლს ჩამოსცდა
- უკრაინამ რუსეთში რაკეტების კომპონენტების საწარმო დაბომბა (VIDEO)
- რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური




