რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ევრობონდების პროცენტი რუბლში გადაიხადა

ვლადიმირ პუტინი
Financial Times

რუსეთის ფინანსთა მინისტრის თქმით, მოსკოვს მოუწევს დოლარში დენომინირებული ვალის რუბლში გადახდა, რადგან უცხოურმა ბანკმა უარი თქვა რუსეთის ბრძანების დამუშავებაზე, გადაეხადა $649,2 მილიონის ღირებულების ევროობლიგაცია. 

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ თქვა, რომ უცხოურმა ბანკმა, რომლის სახელსაც არ ასაჯაროებს, არ მისცა რუსეთს კუპონების გადახდის უფლება. 

ორშაბათს, როდესაც რუსეთს $552.4 მილიონის ღირებულების ვალი უნდა გადაეხადა, აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეჩერებინა რუსეთის წვდომა გაყინულ რეზერვებზე ობლიგაციების გადახდის მიზნითაც კი. 

მაშინვე, როგორც კი რუსეთის ფორექსის ანგარიშებზე წვდომა აღდგება, რუსეთმა შესაძლოა განიხილოს 2022-2042 წლების ევროობლიგაციების უცხოური ვალუტიდან რუბლში კონვერტაციის გეგმა.

ამ ნაბიჯის მიზანი რუსეთის ისტორიული დეფოლტის რისკის წინაშე დაყენებაა. მოსკოვი იძულებულია, არსებული დოლარის რეზერვებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს: გამოიყენებს მათ ვალის გადასახდელად თუ სხვა მიზნებისთვის, მაგალითად, უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად.

რუსეთმა, რომელსაც სულ 15 საერთაშორისო ობლიგაცია აქვს, მათი ნომინალური ღირებულება კი დაახლოებით $40 მილიარდია, დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების ფონზეც კი მოახერხა ამ დრომდე საერთაშორისო ვალის გადაუხდელობის თავიდან აცილება. მაგრამ სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ამოცანას ართულებს.

რუსეთს ბოლოს უფლება მიეცა, გადაეხადა 447 მილიონი დოლარის კუპონი 2030 წლის სახელმწიფო დოლარის ობლიგაციებზე. თუ რუსეთი ვერ შეძლებს გადახდას წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, ან გადაიხდის რუბლებში, როდესაც ხელშეკრულებაში მითითებულია დოლარი, ევრო ან სხვა ვალუტა, ეს იქნება დეფოლტი.

კომენტარები