ბონდები და ევრობონდები

რა არის სახელმწიფო ბონდი? სახელმწიფოები სესხულობენ ფულს ინვესტორებისგან მათთვის ფინანსური უსაფრთხოების მიყიდვით. ეს უსაფრთხოება ბონდების სახელით არის ცნობილი. ნასესხებ ფულზე სახელმწიფო პროცენტს იხდის, ისევე როგორც ნებისმიერ სესხზე იხდიან ინდივიდები. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ინვესტორს უკან უბრუნდება მთლიანი თანხა. სახელმწიფო ბონდები, როგორც წესი, განსაკუთრებით უსაფრთხოდ ითვლება. ამიტომ, საპენსიო ფონდების, სადაზღვევო კომპანიებისა და ბანკების უმრავლესობა ბონდების ყიდვის გზით ცდილობს უსაფრთხო ინვესტიციის განხორციელებას. როგორც წესი, ბონდები სახელმწიფო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია.

რას ნიშნავს ევრობონდი?

ევრობონდები ჩვეულებრივი სახელმწიფო ბონდის მსგავსად იმუშავებს. თუმცა, თუ ჩვეულებრივი ბონდის შემთხვევაში ვალის გადახდაზე გარანტიას ერთი სახელმწიფო იძლევა, ევრობონდის შემთხვევაში 17 წევრი უზრუნველყოფს კოლექტიურ გარანტიას.

რა არის ბონდების ბაზარი?

 მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გამოუშვებს ბონდს- ანუ სახელმწიფო მიიღებს თანხას ინვესტორისგან, ინვესტორს შეუძლია მიიღოს ყოველწლიური მოგება, სანამ ვალი სრულად არ იქნება უკან დაბრუნებული. თუმცა ინვესტორს აგრეთვე შეუძლია თავისი ბონდი გაყიდოს. ბონდის ფასი ბაზარზე იცვლება იმის მიხედვით თუ, სავარაუდოდ, რამხელა საპროცენტო განაკვეთის გადახდას შეძლებს სახელმწიფო. თუ არსებობს შიში, რომ სახელმწიფო ვერ შეძლებს ვალის პროცენტის გადახდას, ბონდის ფასი ეცემა.

რატომ არის ბონდების ბაზარი მნიშვნელოვანი?

ბონდების ბაზარი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს რა საპროცენტო განაკვეთით ისესხებს სახელმწიფო ფულს. თუ სახელმწიფო გამოსცემს ახალ ბონდებს, მან უნდა გადაიხადოს პროცენტი ძველ და ახალ ბონდებზე. ეს ხშირად შიშს იწვევს ინვესტორებში, ამიტომ სახელმწიფოს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად მეტი პროცენტის გადახდა უწევს.

კომენტარები