რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი გაეროს: არ არსებობს დანაშაული, რომელიც რუსებს ბუჩაში არ ჩაუდენიათ

არ არსებობს დანაშაული, რომელიც იქ [ბუჩაში] არ ჩაუდენიათ. რუსი სამხედროები ეძებდნენ და მიზანმიმართულად კლავდნენ ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის სამსახურშია. ისინი ესროდნენ და ხოცავდნენ ქალებს მათივე სახლების გარეთ, როდესაც ისინი ცდილობდნენ დაეძახათ ვინმესთვის, ვინც ცოცხალი იყო. მათ დახოცეს მთელი ოჯახები, ზრდასრულები და ბავშვები, მათ სცადეს მათი ცხედრების დაწვა. 

მოგმართავთ იმ ხალხის სახელით, რომლებიც ყოველდღე პატივს მიაგებდა გარდაცვლილთა და იმ მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას, რომლებსაც წამების შემდეგ თავში ესროლეს და მოკლეს, ზოგიერთი მათგანი ქუჩებშიც დახვრიტეს. მათ მოაჭრეს კიდურები, გამოჭრეს ყელი, ქალები გააუპატიურეს და მოკლეს შვილების თვალწინ. ენა ამოაგლიჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ აგრესორს მათგან ის არ გაეგო, რისი მოსმენაც არ სურდა.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები