რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეუფე იაკობი: საქართველომ ბლოკადა უნდა გაუკეთოს ვინმეს? გაზი ევროპაში უკრაინიდან გადის

მაინცდამაინც უნდათ, რომ საქართველომ გამოუცხადოს ომი ვინმეს? საქართველომ ბლოკადა უნდა გაუკეთოს ვინმეს? გაზი საიდან გადის? ჩვენთან შემოდის და ჩვენ ვყიდით გაზს? გაზი გადის უკრაინიდან ევროპაში.

ვიღას სულმოკლეები, ქვეყანას გვიმართავენ და იმას ამბობენ, რომ თურმე საქართველოს რაღაც რომ გაეკეთებინა, ომს მოიგებდნენ აქამდე? ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი გაგვანებონ. ყოველთვის ვეხმარებით და დავეხმარებით, უკრაინელების დახმარება მე არ დამავიწყდება.

იმათი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენზე იძახიან, რომ რას აკეთებენ, რას და მთავრობას აგინებენ, ზოგიერთ ოპოზიციას უხარია რომ აგინებენ. რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი თუ შეგაქევს, რომელიც არ უნდა იყოს, უნდა გაგიხარდეს ახლა? ზელენსკი შეგაქებს, მაკრონი თუ პუტინი?

მე ჩემი ქვეყნის ინტერესები მაინტერესებს პირველ რიგში და მერე სხვები. ჩვენ დაგვაბრალებენ ახლა, რომ თურმე აქ დარიალი არ ჩაკეტე და დააქციე რა, თავიანთ გაზს მიხედონ.

ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ქადაგებისას.

კომენტარები