თავდაცვის სამინისტრო

სამინისტრომ თავდაცვაში "ქალთა და გენდერული პერსპექტივების ინტეგრაციაზე" კურსი ჩაატარა

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 აპრილს დასრულდა სასწავლო კურსი სახელწოდებით - ქალთა და გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია თავდაცვის ძალებში. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ.

"სასწავლო კურსი თავდაცვის სფეროში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების სწავლებას ისახავდა მიზნად. ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეებმა ოპერაციებში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების მექანიზმები შეისწავლეს და სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს. 

კურსს საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქალთა გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია თავდაცვის ძალებში კანადის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის დირექტორატის (DMTC) ორგანიზებით ჩატარდა". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები