კორონავირუსი საქართველოში

ქვეყანაში კორონავირუსის 4 003 აქტიური შემთხვევაა, კლინიკებში 491 პაციენტი მკურნალობს

საქართველოში, ისევე როგორც თითქმის ყველა ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 208 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი კი - 2.23%-ია.

საქართველოში ჯამურად ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 4 003-ია. ერთი კვირის წინ ეს მონაცემი ორჯერ მეტი იყო, ორი თვის წინ კი, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 200 000-ს აჭარბებდა.

4 003 პაციენტიდან კლინიკებში 491 პირი მკურნალობს, ხოლო 3 512 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 127 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 649 430 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 628 643 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 758.

კომენტარები