რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: უკრაინას სჭირდება იარაღი, საკმარისია ცრუ ჟესტები და თავიდან არიდების ტაქტიკა

დანაშაულს, რომელიც რუსებმა ჩაიდინეს ბუჩასა და კიევის გარშემო სხვა ქალაქებში, დაახლოებით 300 მოსახლის წინააღმდეგ, გენოციდი უნდა ეწოდოს და განხილული იყოს, როგორც გენოციდი. ამ დანაშაულის ყველა პასუხისმგებელი პირი - პირდაპირ თუ ირიბად - მკაცრად უნდა დაისაჯოს საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ. 

ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპისა და მსოფლიოსთვის განგაშის ზარზე მეტია. ეს არის საშინელი კივილი სამართლიანობის, თავისუფლებისა და სიცოცხლის უფლებისთვის, ძირითადი და უნივერსალური ღირებულებებისთვის. ევროკავშირმა უნდა ჩამოართვას რუსეთს და რუს ოლიგარქებს ყველა აქტივი დასავლურ ბანკებში, დაუყოვნებლივ უნდა გაწყვიტოს ყველა სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ევროპული ფულის დენა კრემლში უნდა შეწყდეს. პუტინის ბანდიტური და სულ უფრო და უფრო ტოტალიტარული რეჟიმი მხოლოდ ერთ რამეს იმსახურებს: ისეთ სანქციებს, რომლებიც რეალურად მუშაობს.

უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, რათა დაიცვას ბავშვები და ქალები ბუჩადან, მარიუპოლიდან და ასობით სხვა ადგილიდან. ეს ჩვენი პოლიტიკური და მორალური მოვალეობაა. საკმარისია ცრუ ჟესტები და თავიდან არიდების ტაქტიკა, საკმარისია. 

პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი ევროკომისიისა და  ევროპული საბჭოს პრეზიდენტებისგან რუსეთის დანაშაულებებისა და ეფექტიანი სანქციების დაწესების განსახილველად სხდომის სასწრაფოდ მოწვევას ითხოვს. 

კომენტარები