დოლანდ ტრამპი

ტრამპი პუტინს ბაიდენის შვილზე ინფორმაციის გამოქვეყნებას სთხოვს

Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საჯაროდ მოუწოდებს, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერის ბიზნეს კავშირების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს. 

ტრამპმა Just the News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბაიდენის შვილმა მოსკოვის ყოფილი მერის ყოფილი ცოლისგან, ელენა ბატურინასგან სოლიდური თანხა მიიღო. ყოფილმა პრეზიდენტმა პუტინს დამატებითი დეტალების გამოქვეყნება მოსთხოვა.

"მან [ბატურინამ] ბაიდენს $3.5 მილიონი მისცა, ვფიქრობ, პუტინს ამის შესახებ პასუხები ექნება და, მგონი, იგი ამ ინფორმაციას გამოაქვეყნებს". - თქვა პრეზიდენტმა. 

აღნიშნულს გამოეხმაურა ჰანტერ ბაიდენის ადვოკატი, რომელმაც ტრამპის ბრალდება უარყო. 

ტრამპი  ეყრდნობოდა 2020 წლის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებულ სენატის ანგარიშს, სადაც ყურადღება გამახვილებული იყო ჰანტერ ბაიდენის როლზე უკრაინული ენერგეტიკული კომპანიის, Burisma-ს საბჭოში.

მანამდე, 2022 წლის ოქტომბერში, პუტინმა თქვა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას Burisma-სა და ბაიდენის კავშირის შესახებ. 

კომენტარები