ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
დოლანდ ტრამპი

დონალდ ტრამპი გაერთიანებული სამეფოს დედოფალს შეხვდა

ორშაბათი, 3 ივნისი, 2019 - 16:57
tbl.ge/3qkm
დაკოპირდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში სახელმწიფო ვიზიტის პირველ დღეს დედოფალს ელიზაბეტ მეორეს ხვდებიან. წყვილი ბუკინგემის სასახლეში მისაღებ ცერემონიაზე იმყოფება. 

თვითმფრინავის დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტრამპმა გააკრიტიკა ლონდონის მერი სადიქ ხანი, რომელსაც წარსულშიც დაპირისპირებია. 

მას შემდეგ, რაც სადიქ ხანმა თქვა, რომ ტრამპის ვიზიტისას წითელი ხალიჩა არ უნდა გაეშალათ, ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ "სადიქ ხანი საშინელი მერია და საძაგლობები თქვა აშშ-ს პრეზიდენტზე, რომელიც ამ დროისთვის გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ის სრული ლუზერია და ლონდონის დანაშაულს უნდა მიაქციოს ყურადღება და არა მე..." 

გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი, მათ შორის ლონდონში, მანჩესტერში, ბელფასტში და ბირმინგემში. 

საუბარი ტრამპსა და გადამდგარ პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის შორის სამშაბათს დაიწყება, ისინი კლიმატის ცვლილების და ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის Huawei-ს შესახებ იმსჯელებენ. 

ლანჩის შემდეგ წყვილი ვესტმინსტერის სააბატოს დაათვალიერებს და შეუერთდება პრინც ჩარლზს და სასექსის ჰერცოგინიას ჩაის დასალევად კლარენს ჰაუსში.

მოგვიანებით, დედოფალი გამართავს სახსელმწიფო ბანკეტს ბუკინგემის სასახლეში, რომელსაც დაესწრება კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია. ამ ცერემონიას არ დაეწრება სასექსის ჰერცოგინია ერთი თვის ახალშობილის გამო. ტრამპმა უარყოფს, რომ წარსულში სასექსის ჰერცოგინიას საძაგელი უწოდა, თუმცა არსებობს ამის დამადასტურებელი აუდიო-ჩანაწერი. 

გაერთიანებული სამეფოს მიწაზე დაშვების შემდეგ ტრამპს დახვდა აშშ-ს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, ვუდი ჯონსონი და საგარეო სახელმწიფო მდივანი ჯერემი ჰანტი. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს უთქვამს, რომ აღტაცებულია ტერეზა მეით, მოსალოდნელია, რომ მათ აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდეთ. პრემიერ მინისტრი წინ წამოწევს კლიმატის ცვლილების საკითხს. სახელმწიფო მდივანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო "იმედგაცრუებულია აშშ-ს გადაწყვეტილებით, გამოვიდეს პარიზის 2017 წლის შეთანხმებიდან." ისინი ასევე იმსჯელებენ Huawei-ს შესახებ. აშშ-ს ეს კომპანია უსაფრთხოების მიზნებით შავ სიაში შეიტანა. 

ვიზიტამდე ტრამპმა The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მხარს უწერს კონსერვატიული პარტიის კანდიდატს, ბორის ჯონსონს, რათა გახდეს გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი. მან ასევე უთხრა Sunday Times-ს, რომ ბრექსიტის კამპანიის ლიდერი, ნაიჯელ ფარაჯი უნდა იყოს ჩართული მთავრობის მოლაპარაკებებში ევროკავშირის დატოვების შესახებ. 

ბუკინგემის სასახლეში ორშაბათს საღამოს ორივე, პრეზიდენტი და დედოფალი დამსწრეების წინაშე სიტყვით გამოვა, დამსწრეებში იქნებიან გამოჩენილი ამერიკელები, რომლებიც ბრიტანეთში ცხოვრობენ. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი, ლიბერალ დემოკრატების ლიდერი სერ ვინს ქეიბლი და თემთა პალატის სპიკერი ჯონ ბერქოუ ბოიკოტს უცხადებს სახელმწიფო ბანკეტს. 

ტრამპის შვილი, ივანკა პრეზიდენტამდე ჩავიდა. კვირას მან დაპოსტა ფოტო ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმიდან დასავლეთ ლონდონში, სადაც ის კრისტიან დიორის გამოფენას ეწვია.

დონალდ ტრამპიდედოფალიდოლანდ ტრამპი

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 1 აპრილი, 2022 - 19:14ტრამპი პუტინს ბაიდენის შვილზე ინფორმაციის გამოქვეყნებას სთხოვს
  • პარასკევი, 11 თებერვალი, 2022 - 13:37ტრამპი უარყოფს, რომ თეთრი სახლის ტუალეტში სამთავრობო დოკუმენტები ჩარეცხა
  • ოთხშაბათი, 26 დეკემბერი, 2018 - 23:58ტრამპის საშობაო სიურპრიზი - პრეზიდენტი ერაყში ამერიკელ ჯარისკაცებს ეწვია
  • პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2017 - 17:45ტრამპმა მისივე სახელმწიფო მდივანი IQ ტესტების შეჯიბრში გამოიწვია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 03:10

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 00:47

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

რუბიო: ტრამპის მარშრუტს სომხეთის ეკონომიკის ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია შეუძლია
სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 23:09

რუბიო: ტრამპის მარშრუტს სომხეთის ეკონომიკის ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია შეუძლია

არცერთი პროდუქტი არ დარჩება, ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე - ფაშინიანი
სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 20:59

არცერთი პროდუქტი არ დარჩება, ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე - ფაშინიანი

რუსეთი სომხეთს შეზღუდვებს კარტოფილის, ბადრიჯნის, ჩირისა და ბროწეულის იმპორტზეც უწესებს
სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 20:10

რუსეთი სომხეთს შეზღუდვებს კარტოფილის, ბადრიჯნის, ჩირისა და ბროწეულის იმპორტზეც უწესებს

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში