ოკუპირებული ცხინვალი

მდინარაძე: საქართველოს გრძელვადიანი სამშვიდობო პოლიტიკა იქნება დეოკუპაციის წყარო

მიუხედავად ვიღაცების სურვილისა, ეს ტერიტორია, ადრე თუ გვიან, არა იმ გზებით დაბრუნდება ქვეყნის შემადგენლობაში, რასაც ვიღაცები ნატრობენ, არამედ მშვიდობით და განვითარებით. საქართველო განვითარდება და საქართველო აწარმოებს გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკას, ეს იქნება საბოლოო ჯამში დეოკუპაციის წყარო და საფუძველი, ჩვენ ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული. ამიტომ, მიზანმიმართულად ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რასაც მეორე მხირდან ჰიბრიდული ომი უპირისპირდება.

თუ უკრაინაში მიმდინარეობს რუსეთის მიერ წარმოებული ღია აგრესია და ომი, საქართველოში მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი. ამის მონაწილეები, ნებსით თუ უნებლიედ ზოგჯერ ქვეყნის შიგნით მყოფი ადამიანები, ოპოზიციად წოდებულები, მათი ტელევიზიები გვევლინებიან ხოლმე. ამიტომ, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკის ფარგლებში, მიზანმიმართულად გავაგრძელოთ სვლა დეოკუპაციისკენ.

ამბობს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 30 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი ჩატარდება და "სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი".

კომენტარები