ქართული ოცნება

კობახიძე: რუსეთის წინსვლა საქართველოში 2012 წლის შემდეგ შეჩერდა – ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით

მათ [ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ] უნდა გვაცალონ ჩვენ საგარეო პოლიტიკის წარმოება, იმ პოლიტიკის წარმოება, რომელიც ხორციელდება უკვე ცხრა წელიწადზე მეტია საქართველოში და რომელმაც შედეგად მოგვცა ის, რომ დამატებითი წინსვლა რუსეთს საქართველოში არ ჰქონია.

წინსვლა 2012 წლამდე იყო სერიოზული, ტერიტორიების კუთხით, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების დაუფლების კუთხით, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, რუსეთის წინსვლა იყო ძალიან სერიოზული 2004-დან 2012 წლამდე და ეს წინსვლა 2012 წლის შემდეგ შეჩერდა. ამ შეჩერების მთავარი მიზეზი არის სწორედ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველო აწარმოებს დღემდე იგივე რუსეთთან მიმართებით, ეს პრაგმატული პოლიტიკა გაგრძელდება იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ისინი ჩვენ ვერ გვასწავლიან ვერავითარ შემთხვევაში სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებას

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები