ავტოავარია

8 წლის ბიჭს, რომელსაც ტროტუარზე მანქანა დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

ჩემი ქალაქი მკლავს/Fb.com

8 წლის ბიჭს, რომელსაც თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ტროტუარზე ავტომანქანა დაეჯახა, მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"ოპერაციული ჩარევები ისევ მიმდინარეობს. მენჯ-ბარძაყის ფიქსაცია ჩატარდა, მუცლის ღრუზე ჩატარდა ოპერაციული ჩარევა და ასევე, ახლა უროლოგიური ოპერაცია მიმდინარეობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უკიდურესად მძიმეა“, - უთხრეს კლინიკაში ინტერპრესნიუსს.

თბილისში, შარტავას ქუჩის ტროტუარზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს 31 მარტის დილით დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები