ოკუპირებული ცხინვალი

იონათამიშვილი ე.წ. რეფერენდუმზე: ეფექტური რეაქცია საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებაა

არ აქვს მნიშვნელობა ამ პროვოკაციას, შიგნით პოლიტიკურ პროცესებში მოიპოვოს წარმატება, თუ ეს არის ოკუპაციური ტაქტიკა - ამას არ აქვს მნიშვნელობა, რასაკვირველია, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია და ჩვენი ყველაზე ეფექტური რეაქცია ამასთან დაკავშირებით არის, აქტიური გამოყენება ყველა საერთაშორისო პლატფორმის და აქტიური კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომ ნებისმიერი პროვოკაციის შესაბამისი შეფასება მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. 

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი TV პირველთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმზე, რომელიც შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს

30 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა თქვა, რომ ჩატარდებოდა რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი.

კომენტარები