ოკუპირებული აფხაზეთი

ბიბილოვის განცხადების შემდეგ ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან შეერთება გამორიცხა

sputnik-abkhazia.ru

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა არ იზიარებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას რუსეთთან მიერთების სურვილზე. 

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოკუპირებულ ცხინვალში ეს საკითხი დგას, ხოლო  აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში და საზოგადოებაში ასეთი განწყობები არ არსებობს. 

"პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა და არ არსებობს ასეთი განწყობები შეერთების შესახებ. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება - პოლიტიკურ და საზოგადოებრივად. მე არ ვიცი აფხაზეთში ასეთი პოლიტიკური ძალა, პარტიები თუ სოციალური მოძრაობები, რომლებიც განიხილავენ ასეთ შესაძლებლობებს, დამოუკიდებლობის უარყოფით. ასეთი პოლიტიკური ძალები არ არსებობენ".- ამბობს შამბა. 

მისივე თქმით, სოხუმს და მოსკოვს - მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობები მჭიდროდ უნდა განვითარდეს.

"აშკარაა, რომ მანამდეც ცხადი იყო და დღეს, როცა მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ურთიერთობების, გლობალურ პოლიტიკაში ახალი მშენებლობების ზღურბლზე ვართ, იმ დროს, როცა ასეთი რესტრუქტურიზაცია ხდება, ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან უნდა იყოს მჭიდრო.  ჩვენ უნდა ავაშენოთ ერთობლივი პროექტები მომავლისთვის - ეკონომიკური, უსაფრთხოების სფეროში, ყველა სხვა მიმართულებით".- აღნიშნავს შამბა. 

მისივე თქმით, "აფხაზეთი მხარს უჭერს ძმური ოსეთის ასეთ მისწრაფებებს."

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს

30 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა თქვა, რომ ჩატარდებოდა რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი.

"სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ" – თქვა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი.

კომენტარები