რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარს ამბობს

დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს ნავთობის რუბლში შესყიდვაზე და უკავშირდება იმ ბრიტანულ კომპანიებს, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ ეს ცვლილება. 

23 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, "რომ არამეგობრულ ქვეყნებში" გაზი რუბლებში გაიყიდება მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნებში რუსული აქტივების გაყინვამ მოსკოვში მათდამი ნდობა შეამცირა. 

"სახელმწიფო მდივნის ბიზნესის, ენერგეტიკისა და სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში, კვასი კვარტენგმა გასაგებად აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ნავთობის საფასურს რუბლში არ გადაიხდის" - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის სპიკერმა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები