რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ომის გამო, იაპონიამ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალა

დღეს, 29 მარტს იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, აიკრძალა იაპონიიდან რუსეთში ფუფუნების საგნების, მათ შორის, ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი.

იაპონიის პრემიერ მინისტრი, ფუმიო კიშიდამ 5 აპრილს ძვირფასეულობასა და ხელოვნების ნიმუშებზე ემბარგოს დააწესებს.

ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ოლიგარქებზე ზეწოლის გაზრდას, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ფინანსურად უჭერენ მხარს. მსგავსი ზომები უკვე მიიღეს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა.

„ჩვენ მკაცრი სანქციების განსახორციელებლად საერთაშორისო საზოგადოებასთან, ვიმუშავებთ, მათ შორის დიდი შვიდეულის ჯგუფის ქვეყნებთან". - თქვა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, კოიჩი ჰაგიუდამ.

იაპონიის მთავრობის მონაცემებით, მანქანები შეადგენენ იაპონიიდან რუსეთში მიმავალი გადაზიდვების დიდ ნაწილს, რომელმაც 2020 წელს შეადგინა 627,8 მილიარდ იაპონურ იენს (5 მილიარდი დოლარი).

შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან ერთად, იაპონიამ ასევე გადაწყვიტა  რუსეთს "უპირატესი ქვეყნის" სტატუსი ჩამოართვას, რაც მოსკოვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით საუკეთესო სავაჭრო პირობები აძლევდა.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, 25 მარტს იაპონიის ფინანსთა სამინისტროს თქმით, სანქციები დამატებით 25 რუსს დაუწესდება. იაპონიის მხრიდან სანქცირებულ პირთა რაოდენობა 101 ადამიანს შეადგენს.

ბოლო კვირებში ტოკიომ მოსკოვის წინააღმდეგ სხვადასხვა სადამსჯელო ზომა დააწესა. უახლესი სანქციები, იაპონიის პრემიერ მინისტრის, ფუმიო კიშიდას დიდი შვიდეულის სამიტზე დადებული პირობის შემდეგ ამოქმედდა, როდესაც მან სხვა ქვეყნებს უკრაინის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები