რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება დელეგაციის წევრებს: არაფერი ჭამოთ და დალიოთ, მოერიდეთ ზედაპირთან შეხებას

REUTERS / Murad Sezer

სტამბოლში დღევანდელი მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დელეგაციის წევრებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"არაფერი ჭამოთ და დალიოთ, ასევე, შეეცადეთ მოერიდოთ ზედაპირებთან შეხებას" - ამბობს დმიტრო კულება უკრაინა 24-თან ინტერვიუში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დელეგაციის წევრებს აფრთხილებს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ბელარუსში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებსა და რომან აბრამოვიჩის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით. 

მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება, Reuters-ის ანონიმური ოფიციალური პირის ვარაუდით, სიმპტომები გარემო ფაქტორების ზეგავლენით აიხსნება და არა მოწამვლით.

კომენტარები