რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ირპენის მერი: ქალაქის ნახევარი განადგურებულია, დაბომბვა კვლავ გრძელდება

ქალაქ ირპენის მერმა, ალეკსანდრ მარკუშინმა UNIAN-თან თქვა, რომ ქალაქში დაბრუნება ჯერჯერობით უსაფრთო არ არის, რადგან ირპენის ნახევარი განადგურებულია, ხოლო ოკუპანტების მიერ დამბობვა კვლავ გრძელდება.

"მინდა ყველას ვთხოვო, ჯერ არ დაბრუნდნენ. ჯერჯერობით ქალაქში ყოფნა საშიშია. ისმის დაბომბვის ხმები, "გრადებითაც" კი გრძელდება დაბომბვა. ძალიან ბევრი დაზიანებაა. ქალაქის დაახლოებით 50% სამწუხაროდ განადგურებულია. განადგურებულია ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურა". – თქვა მარკუშინმა

ქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ირპენში დაახლოებით 3,5 - 4 ათასი ადამიანი დარჩა. 

"ჩვენ ახლა გამოგვყავს ხალხი, ვისი ევაკუირებაც ჯერ არ მომხდარა. იმ ადამიანებს, რომელთა საცხოვრებლის ოკუპანტების მიერ ხელში ჩაგდება მოხდა. ვთხოვ ყველას, მაქსიმალურად მოხდეს ევაკუაცია ქალაქიდან, რათა ჩვენ თავისუფლად მუშაობის საშუალება მოგვეცეს". – ამბობს მარკუშინი

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები