რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოსკოვსა და მინსკში ოფისებს დახურავს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოსკოვსა და მინსკში ოფისებს დახურავს. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

"EBRD-მა მკაცრად დაგმო უკრაინის წინააღმდეგ ომი, მოსკოვსა და მინსკში ოფისების დახურვის გადაწყვეტილება ის გარდაუვალი შედეგია, რომელიც რუსეთის განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია". - წერია განცხადებაში.

ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აღნიშნავს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს და უკრაინისა და ომით დაზარალებული სხვა ქვეყნების დასახმარებლად 2 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაპირველი პაკეტი აქვს შეთანხმებული.

კომენტარები