რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს

ლიზ თრასი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინა არ უნდა გაიყიდოს და ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრით სარგებელი არ უნდა მიიღოს. ამის შესახებ თრასმა ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას ისაუბრა.

"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან წარსული შეცდომების გამეორებით არ დასრულდეს. ჩვენ გვახსოვს 2014 წლის რთული შეთანხმება, რომელმაც უკრაინას ხანგრძლივი უსაფრთხოება ვერ მისცა. პუტინი დაბრუნდა უფრო მეტისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ საშინელი აგრესიის შედეგად გაიმარჯვოს". - თქვა თრასმა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები