რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: პუტინი დაახლოებით ორი დეკადაა ბუნკერშია – ვგულისხმობ, ინფორმაციულ იზოლაციას

არ ვფიქრობ, რომ ის [ვლადიმირ პუტინი] თავის გონებაში უკრაინას ისევე წარმოიდგენს, როგორც ჩვენ ვხედავთ მას. ის უკრაინას თავისი სამყაროს ნაწილად უყურებს, მაგრამ ეს არ პასუხობს იმ მოვლენებს, რაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მოხდა. არ ვთვლი, რომ პუტინი ბუნკერში ორი კვირაა, ან 6 თვეა იმყოფება, ის დაახლოებით ორი დეკადაა ბუნკერშია. ამას არ ვამბობ პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ იმ გაგებით, რომ ის ინფორმაციულ იზოლაციშია, სადაც თავისი წრისგან იკვებება მონაცემებით. და სანამ ის ბუნკერში იმყოფებოდა, უკრაინა არსებითად შეიცვალა. ასე რომ, მისი ხედვა უკრაინის მიმართ ძალიან განსხვავებულია იმ უკრაინისგან, რაც რეალურ ცხოვრებაში არსებობს.

უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა The Economist-ის ჟურნალისტის კითხვას - "ფიქრობთ, რომ პუტინს სჯერა, რომ უკრაინას არ აქვს არსებობის უფლება?"

კომენტარები