უკრაინის მხარდამჭერი აქცია

უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად – კვირას პარლამენტთან აქცია გაიმართება

კვირას, 3 აპრილს პარლამნეტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და ევროპული საქართველო

"უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის მხარდასაჭერად" - ასე ჰქვია აქციას, რომელიც 20:00 საათზეა ჩანიშნული. 

თვეზე მეტია უკრაინელი ხალხი თავისუფლებას ბოროტებისგან თავდაუზოგავად, უდიდესი სისხლის ფასად იცავს! სამყარო შავ-თეთრად გაიყო, თავისუფლების მხარდაჭერა დღეს უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს და ყველა თავმოყვარე ერის ღირსების საკითხია!

საქართველოს ხელისუფლება ეროვნულ ღირსებას გვილახავს

მტრის ვერ მცნობ და მოყვრის მგმობ საზოგადოებად წარმოგვაჩენს რომელმაც წარსულიდან ჭკუა ვერ ისწავლა, მზადაა უსაფრთხოების ილუზიისთვის თავისუფლება დათმოს და შედეგად, თავისუფლებაც დაკარგოს და უსაფრთხოებაც!

100 წლის წინ, ჩვენმა დემოკრატიამ სამი წელი გაძლო, სანამ რუსული მონსტრი დაიპყრობდა და ტვინს, გულსა და სულს ამოაცლიდა!

ახლა 30 წელია ვძლებთ! მაგრამ, თუ ასე გავაგრძელეთ - დიდია საფრთხე თავისუფალ სამყაროსთან დამარცხებული პუტინის გავლენის ჭაობში ჩავრჩეთ

და თავისუფალ სამყაროში თავის დამკვიდრების ისტორიული შესაძლებლობა დავკარგოთ.

ახლა, როგორც არასდროს გვჭირდება მოვიკრიბოთ ძალა, გავიხსენოთ რა დევს სასწორზე და ჩვენი ისტორიული მიზნის დასაცავად გავერთიანდეთ.

ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება 3 აპრილს გამართავს აქციას უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად.

აქციაზე მოისმენთ სიტყვებს, მაგრამ არ იქნება არცერთი სიტყვით გამომსვლელი.

აქცია მიეძღვნება ეროვნულ მიზანს.

მიზანს, რომელიც ყველა ჩვენგანზე ბევრად დიდია და გაერთიანების ძალას გვაძლევს, როდესაც შეუთანხმებლად, განურჩევლად პარტიული გემოვნებისა, ქუჩაში გავდივართ.

3 აპრილს, 20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერად, ძალის მოსაკრებად და საერთო მიზნის გასაცხადებლად!

თავისუფალ უკრაინას და საქართველოს გაუმარჯოს! - ვკითხულობთ აქციის ანონსში.

კომენტარები