რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი მოწამვლაზე: მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინული დელეგაციის ყველა წევრ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

პოდოლიაკი The Wall Street Journal-ის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების სამი მონაწილე, მათ შორის რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და უკრაინი პარლამენტის წევრი, რუსტემ ურემოვი, სავარაუდოდ, მოწამლეს.

"მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს". - თქვა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, საინფორმაციო ველში ახლა ბევრი სპეკულაციაა, სხვადასხვა შეთქმულების თეორიები და ამა თუ იმ საინფორმაციო თამაშის ელემენტები.

"სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მოლაპარაკებების ჯგუფის წევრები დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ". - თქვა პოდოლიაკმა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის 2 წევრს, რომლებიც ერთმანეთს კიევში, მარტის დასაწყისში, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდნენ, შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ. ინფორმაციას გამოცემა საქმეში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემას წყარომ უთხრა, კიევში 3 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, აბრამოვიჩს, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოსკოვსა და ლვოვშიც ესწრებოდა, და ასევე, უკრაინული დელეგაციის მინიმუმ 2 წამყვან წევრს მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ, მათ შორის, თვალების ჩაწითლება, უწყვეტი და მტკივნეული ცრემლდენა და სახესა და ხელებზე კანის აცლა.

კომენტარები